ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
“საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 152% (2 475 557), ბელარუსი – 122% (575 166), უკრაინა – 72% (2 595 947), რუსეთი – 50% (12 748 273), პოლონეთი – 29% (1 190 926), ესტონეთი – 57% (379 650), ყირგიზეთი – 107% (163 966), გერმანია – 21% (174 166), იაპონია – 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი – 44% (58 618), და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273), უკრაინა (2 595 947) , ჩინეთი (2 475 557) ყაზახეთი (1 924 046 ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926).
დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3 210 280 ბოთლი, „მუკუზანი“ –1 230 522 ბოთლი, „წინანდალი“ – 1 016 107 ბოთლი, „ახაშენი“ – 518 170 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169 371 ბოთლი და ა.შ.
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს აღწევს.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა”.-აცხადებენ სააგენტოში.