რუსეთს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება პარაოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგის სკანდალთან დაკავშირებით მიიღო.
საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტმა მთავარ მიზეზად რუსების მიერ დაფინანსებული დოპინგ პროგრამა დაასახელა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რიო 2016-ის პარაოლიმპიური თამაშები 7 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობა 267 რუს სპორტსმენს, სპორტის 18 სახეობაში უნდა მიეღო.