მექსიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
ტელემაუწყებლობის ცნობით, ყველაზე მეტად პუებლას შტატი დაზარალდა, სადაც 28 ადამიანი დაიღუპა. დანარჩენი 10 ადამიანი ვერაკრუზის შტატში გარდაიცვალა.
ტროპიკული შტორმი „ერლი“ რეგიონში რამდენიმე დღეა მძვინვარებს.