ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს”

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს:

„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ.

ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს. მას ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. სტრატეგიაში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული“, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მიიღო.

იტვირთბა....