ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

გეგმური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დღეს დიდუბის და საბურთალოს რაიონებს შეეზღუდება.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო, საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, შმიდტის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....