მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, არის საშიშროება შუა გზაზე იყოს მიტოვებული ის, რისთვისაც აგვისტოს ომში დაღუპულებმა იბრძოლეს:
„ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, მათ საქმეებს. დღეს დიდი საშიშროების ქვეშ არის ის, რისთვისაც მათ იბრძოლეს, რომ შუა გზაში იყოს მიტოვებული. ეს დაუშვებელია. ჩვენ, „მოძრაობა ხალხისთვის“ ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე მივიყვანთ იმ დიდ საქმეს, რისთვისაც მათ სიცოცხლე გმირულად შესწირეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.