ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 41 წლის ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია

ცხინვალის იზოლატორიდან ორი დღის წინ გათავისუფლებული 41 წლის ალექსანდრე შევერდაშვილი ნაცემია, -ინფორმაციას მისი მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომლის თქმითაც, შევერდაშვილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, ასევე აქვს ტვინის შერყევა და ფიქსირდება გულმკერდის დაჟეჟილობა. ექიმის ინფორმაციით, შევერდაშვილმა აღნიშნული დაზიანებები საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას მიიღო.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტი უმძიმესია და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან.

იტვირთბა....