რიოს ოლიმპიადაზე, 6 აგვისტოს, ძიუდოში, 60 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა კანადელი სერჟიო პესოა დაამარცხა.
ამირან პაპინაშვილი მერვედფინალში ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ნაოისა ტაკატოს დაუპირისპირდება.
ოლიმპიურ თამაშებზე, ძალას ქართველი სპორტსმენები სპორტის 5 სახეობაში მოსინჯავენ. რიოს კეთილი ნების თამაშებზე დღეს ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მოცურავე თეონა ბოსტაშვილი, მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვებიან.
განრიგი (თბილისის დროით):
17:00-20:00 საათი, რეპეშაჟი, ნახევარფინალი – 22:30, ფინალი – 00:20 – ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო;
17:00 საათი, ფინალი 22:30 – ნინო სალუქვაძე, ტყვიის სროლა;
16:00 საათი, მეოთხედფინალი – 21:00, ფინალი – 23:39 – ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, მშვილდოსნობა;
20:56 საათი – თეონა ბოსტაშვილი, ცურვა;
22:30 საათი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩოგბურთი.