თელავის აგრარულ ბაზარში მოულოდნელად ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს 30 -წლამდე ახალგაზრდა გოგონას მეუღლეც ახლდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ – ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.