ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 40 წლის ალექსანდრე შავერდაშვილი გაათავისუფლეს, -ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
შავერდაშვილი ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
ცნობისთვის, ალექსანდრე შავერდაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 აგვისტოს დააკავეს.