პრეზიდენტს ახალი კონსულტანტი ნინო ბურჯანაძის ყოფილი მრჩეველი, ივა ჩიღვინაძე იქნება, -ინფორმაციას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ადასტურებს:
„ივა ჩიღვინაძე მართლაც იმუშავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი ფუნქცია იქნება, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც “ოცნების” ხელისუფლების დროს საკუთარ უფლებებში ბოლომდე ვერ აღდგნენ და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილად “ოცნების” ხელისუფლების უნიათობა, აღდგნენ სრულად საკუთარ უფლებებში.
ივა ჩიღვინაძის პირდაპირი ფუნქცია იქნება, ამ ადამიანებმა დაიბრუნონ ყველა ის სტატუსი თუ უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც მათ პოლიტიკურ დევნამდე ჰქონდათ. ის იმუშავებს, რომ ყველა პოლიტდევნილი აღდგეს საკუთარ უფლებებში, დაიბრუნოს ქონება, უფლებები, რადგან ოცნებამ რა გააკეთა, გამოუშვა 200 კაცი გარეთ, მაგრამ მეტი არაფერი გაუკეთებია,“ – აცხადებს ანა დოლიძე.