ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნით რუსეთში ხელმოწერებს აგროვებენ

 

პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნით რუსეთში ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას უკვე 150 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, – ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

პეტიციის მიზეზი გახდა  მედვედევის შეხვედრა პედაგოგებთან, სადაც მან პედაგოგებს განუცხდა, რომ თუ ისინი ხელფასებით უკმაყოფილოები არიან, სჯობს სხვა სამსახური მოძებნონ:

„არის უამრავი მშვენიერი ადგილი, სადაც შესაძლებელია მეტი ფულის გამომუშავება და ამის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად, იგივე ბიზნესი“, – განაცხადა მედვედევმა პედაგოგებთან.

იტვირთბა....