დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სააპელაციო განცხადებების მიღება იწყება. განცხადების შევსება სტუდენტობის მსურველებს მხოლოდ ელექტრონულად შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 5 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge