„გარემოს ეროვნული სააგენტო“ საქართველოში 5 – 8 აგვისტოს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გთავაზობთ:
„5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან და 6 – 8 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37° იქნება.
დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +34° იქნება“- ნათქვამია „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.