აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთისთვის მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი სომხეთისთვის მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული.

“ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი 50 მილიონ ევროზე მეტით დახმარებას მოიცავს. განვიხილეთ სომხური პროდუქტებისთვის, კერძოდ, აგროსასურსათო პროდუქტებისთვის ვაჭრობის გამარტივების ზომებიც. საქმე ეხება რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ სექტორებს, კერძოდ სომხურ ყვავილებს. ლატვიაში, ხვალ 10000 ყვავილის პარტია ჩავა“, – ნათქვამია ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ესაუბრა.

“ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება და ეს მიუღებელია. სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესებით, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ეს მეთოდები კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....