აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი არ აპირებს, დააფინანსოს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც მხარს უჭერს კიევის ტერორისტებს” – მარია ზახაროვა

რუსეთი არ აპირებს, დააფინანსოს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც მხარს უჭერს კიევის ტერორისტებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სომხეთის ხელმძღვანელობის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ერევანი ცდილობს ორ სკამზე ჯდომას, არავის აწყობს. და, მით უმეტეს, ჩვენ არ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანების საფასურის გადახდას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, ევროკავშირი რუსეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ ღიად მტრულ პოლიტიკას ატარებს და მხარს უჭერს კიეველ ტერორისტებს.

„და არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, არამედ აფინანსებს კიდეც“, – დასძინა ზახაროვამ.

იტვირთბა....