ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა.
შეხვედრა მოლდოვაში შედგა.
როგორც მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, მაია სანდუსთან ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმებისა და საინვესტიციო პროექტების საკითხი განიხილა.
„მოლდოვა ევროკავშირისკენ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. პრეზიდენტ მაია სანდუსთან განვიხილე, თუ როგორ შეიძლება მოლდოვამ გამოიყენოს მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სწრაფად წინსვლისთვის“, – წერს მარტა კოსი X-ზე.
ასევე, მარტა კოსმა კიშინიოვში, ევროკავშირი-მოლდოვის საინვესტიციო კონფერენციაზე მოლდოვის განვითარებისთვის 641 მილიონ ევრომდე ოდენობის საინვესტიციო გეგმებისა და პროექტების შესახებ გამოაცხადა.
ინვესტიციების მიზანს მოლდოვის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება წარმოადგენს.

