დღეს, ახალი პოლიტიკური ბლოკი – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ შეიქმნა. „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად ერთიანდებიან.
გაერთიანების ლიდერების განცხადებით, მათი გაერთიანების მიზეზი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სწორი ეკონომიკურ-სოციალური პროგრამა, პროდასავლური კურსი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები გახდა.
მათი აზრით, წინასაარჩევნო მარათონში მნიშვნელოვანია გამოცდილი ადამიანების გუნდური მუშაობა, რაც ახალ გაერთიანებას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და წარმატებასაც მოუტანს.