ახალი ამბები მთავარი სამართალი

მინდია ჯანელიძე ტრისტან წითელაშვილზე: „საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას“

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

”ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე საქმეზე ლაპარაკს, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო ბაზაზე. რაც შეეხება ჩემს მიმართ მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ იყო, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად არის დასჯილი. საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას და ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა.

პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მხოლოდ სარეჟიმო წესის დარღვევას, რაზეც შესაბამისად გენინსპექციამ მოახდინა რეაგირება”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ “რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე შეიყვანა. ამ უკანასკნელმა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, სადაც საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.

 

როგორც გიგი კალანდაძემ განაცხადა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და  ინფორმაცია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

 

იტვირთბა....