დღეს საქალაქო სასამართლოში 17 პოლიტიკურ პარტიას სახელწმიფო აუდიტის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ისინი იმ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კომერციული რეკლამის თანხა წინასწარ უნდა გადაიხადონ.
ეს ეხება, როგორც სატელევიზიო, ისე ბილბორდებსა და სტენდებზე გაკეთებულ წინასაარჩევნო სარეკლამო განცხადებებს. ისინი ასევე ითხოვენ, სადაო რეგულაციის შეჩერებას, სასამართლო გადაწყვეტილებამდე.
პარტიები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ და ხელისუფლებას არაკონკურენტული გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ.