ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში ელექტროენერგია შეწყდა. ამ დროისთვის დენი მხოლოდ რამდენიმე სოფელს მიეწოდება.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეები მოგლიჯა. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაციაც. ასევე ჩაიხერგა ბორჯომ-ხარაგაულის ცენტრალური გზა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.
ამ დროისთვის ბორჯომში წვიმამ გადაიღო. რეაგირება კი 170-მდე შეტყობინებაზე განხორციელდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ბორჯომის სტიქიის ამსახველი ფოტოები: