ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“მოგვეხმარეთ მამაკაცებო, ჩქარა”: საშინელი სტიქია ბორჯომში (ვიდეო)

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე გაემგზავრა საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძეც და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.
ბორჯომში ძლიერმა სტიქიამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივთა განცხადებით, სეტყვა რაიონში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

”ბორჯომში, მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ქ. ბორჯომში გაემგზავრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტულის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე აგრეთვე მობილიზებულია საპარტულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება”, – ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

განხორციელდა დაახლოებით 40-მდე ადამიანის ევაკუაცია. ”ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ერთი ქალბატონი. აღნიშნული მომენტისთვის დაზარალებული სამაშველო სამსახურების მიერ ამოყვანილია დაზიანებული ავტომობილიდან და მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. ყველა რთულ ადგილას უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მაშველები. დამატებით სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართულები არიან საპატრულო დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქში შექმნილია შტაბი ტექნიკა გამოყვანილია, როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა და ამ ადგილიდან ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ხდება ხალხის გამოყვანა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია.

“მოგვეხმარეთ მამაკაცებო, ჩქარა…” – გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ შევიდა წყლის ნაკადი მარკეტში, სადაც ხალხი ცდილობს თავი დააღწიოს წყალდიდობას.

https://youtu.be/YVQYvnaSgpU

 

იტვირთბა....