ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.