ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

„ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის აღმოჩენისას 1505-ზე დარეკეთ“

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ,  მედიის წარმომადგენლებს  აფთიაქების სანებართვო პირობებში შეტანილი ცვლილებები გააცნო. მინისტრის განმარტებით, „მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხდვით, პასუხისმგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. მათ პირველი ჯგუფის ფსიქტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემის შემთხვევაში ერთი წლით შეეზღუდებათ.“

სერგეენკომ  მოსახლეობას მოუწოდა, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკონ. „ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.“-განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....