ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე  ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ  ცვლილებას აუცილებლად დააფიქსირებს კონსტიტუციაში:

 

„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა.

ინიციატივა  ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით არსებულ  საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს:  ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

პრეზიდენტის პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

იტვირთბა....