https://www.youtube.com/watch?v=sKlQ_541AkI
სოხუმში სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე, ტიგრან დელიბალტიანის განცხადებით, დატბორილია რამდენიმე მეურნეობა და საკარმიდამო ნაკვეთი, -ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
კოკისპირული წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. შედეგად, ჩაძირული ავტომობილების სახურავებიდან ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერმა ქარმა ხეები და დენის გადამცემი ანძები წააქცია.
ამჟამად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.