ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვალერი კვარაცხელიას და მის თანამოაზრეებს თელავში კვერცხები ესროლეს

 

“ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრები თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, ვალერი კვარაცხელიას „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრებას პროტესტით დაუპირისპირდნენ. მათ ღონისძების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს, – ინფორმაციას 2030.news  ავრცელებს.

შეგახსენებთ, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“  თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შს სამინისტროს განცხადებით  მიმართა:

„კომისია მიმართავს შსს-ს, საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....