ანტალიაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. ინციდენტი პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერთა მიტინგზე მოხდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა რესპუბლიკის მოედანთან ამოქმედდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქდა თვითნაკეთი ბომბი. გამოძიება მიმდინარეობს.
ხელისუფლების მხარდამჭერი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეთა წინააღმდეგ მიტინგები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. 7 აგვისტოს, სტამბოლში დასკვნითი აქცია გაიმართება და მასში თავად პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას.