პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს, – ინფორმაციას ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
ყველაზე მეტი – 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველომ“ მიიღო.
მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული.
მესამე ადგილზე – 208 400 ლარით, არის გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველო“.
სხვა პარტიების შემოწირულობა ასეთია: „თავისუფალი დემოკრატები“ – 195 800 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 184 811 ლარი, „გირჩი“ – 103 994 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9 590 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 120 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 100 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ – 51 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 40 ლარი.
დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატებს მიღებული აქვს: 21 500 ლარი ილია კოკაიას, 9 500 ლარი – ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი – გიორგი აფციაურს.