ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის რომელ რაიონებს შეუწყდება დღეს ელექტროენერგია

 

თბილისის ხუთ რაიონს 4 აგვისტოს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით

შეუწყდება სამგორის, გლდანის, ჩუღურეთის, საბურთალოს და დიდუბის რაიონების ნაწილს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 12:00-მდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 16:00-მდე, დოლიძის, ბალანჩივაძის, ბაკურიანის, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....