ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად მდინარეში მგზავრებით სავსე ორი ავტობუსი ჩავარდა

ინდოეთში დაკარგულ მგზავრებს ეძებენ. მუმბაისთან ხიდი ჩაინგრა და მგზავრებით სავსე ორი ავტობუსი მსუბუქ მანქანებთან ერთად ადიდებულ მდინარეში ჩავარდა, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ამ დროისთვის 20-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მათ სამაშველო ჯგუფები ნავებით ეძებენ, თუმცა წყლის სწრაფი ნაკადის გამო მდინარეში გადაადგილება უჭირთ.

ოპერაციაში ავიაციაც ჩართულია. მაშველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა ავტობუსების კვალს ვერ მიაგნეს.

ბოლო ერთი კვირაა მუმბაიში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ზოგიერთ რაიონში კალაპოტიდანაც გადმოვიდა.

იტვირთბა....