ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სათვალთვალო კამერით გადაღებული ჟურნალისტ შერემეტის სავარაუდო მკვლელები (კადრი)

ინტერნეტში გამოჩნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც ჟურნალისტ პავლე შერემეტის სავარაუდო მკვლელები არიან აღბეჭდილი.
ფოტოზე ორი ადამიანი ჩანს – მამაკაცი და ქალი. ქალს მარჯვენა ხელში ჩანთა უჭირავს, სავარაუდოდ, ასაფეთქებლებით სავსე, შუბლზე მოხვეული აქვს კაპიშონი და თავზე ახურავს კეპი. მამაკაცის სახესაც კეპი ფარავს.

რადას დეპუტატმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტის მკვლელობის ძირითადი ვერსია დაასახელა. მისი თქმით, შერემეტის “დემონსტრაციული სიკვდილი” მიმართული იყო საზოგადეობაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარე ეტაპზე შერემეტის რუსეთში ყოფნის პერიოდს სწავლობს.

შეგახსენებთ, შერემეტის ავტომანქანა 20 ივლისს კიევის ცენტრში აფეთქდა. ძალოვანების თქმით, მანქანაში დამონტაჟებული იყო 500 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება.

7-890x395

იტვირთბა....