ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქორწინების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის თანხის ხარჯვა არასწორია”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქორწინების განსზაღვრასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას ეხმაურება. მისი თქმით, რეფერენდუმზე თანხის დახარჯვა არასწორი იქნება.

“რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ეს თავისთავად ცხადი რამ არის და ჩემთვის რეფერენდუმი არ სჭირდება. თუცმა არსებობს კანონი, რომ რაღაც რაოდენობაზე ხელმოწერა თუ დაგროვდება, პრეზიდენტის და პრემიერის გადასაწყვეტია რეფერენდუმის ჩატარება. ვფიქრობ, რომ თავისთავად ცხად საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. თავისთავად ცხად საკითხზე კი თანხის ხარჯვა, არამგონია სწორი იყოს”.- აღნიშნა სერგეენკომ.

რეფერენდუმის ჩატარების საკითხს არ ეთანხმება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც.

“ვფიქრობ, რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ინიციატივა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სტანდარტებს. პირველი იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტის შემცირებას ითვალისწინებს, რაც აკრძალულია „რეფერენდუმის შესახებ“ კანონით. მეორე პრობლემა ის, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით რეგულირდება და კონსტიტუციური რეგულირების საკითხების რეფერენდუმზე გატანა არ შეილება, ვინაიდან, გამოდის, რომ რეფერენდუმზე იცვლება კონსტიტუცია მაშინ, როცა კონსტიტუცია მხოლოდ პარლამენტის მიერ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს უზენაესი კანონის მიხედვით“.-განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს გადაუგზავნა.

იტვირთბა....