ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ე.წ. შავ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის, ცეზარ მაღლაკელიძის განაცხადებით, 1 700 000 ლარი მოვაჭრეების საქონლის, ხოლო 500 000 ლარი შენობა-ნაგებობის ზარალია, რაც ჯამში 2 200 000-ს უდრის.
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავი ბაზარი შპს “საირხეს” ეკუთვნის. ორგანიზაცია 6 000-მდე ჰექტარ ტერიტორიას ფლობს. ხანძარმა 1 000 კვ.მ-მდე ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები მთლიანად გაანადგურა.