ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გიორგი პაპუაშვილი ნაცმოძრაობის“ დავალებას ასრულებს“

„გიორგი პაპუაშვილი რჩება “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელია“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, პაპუაშვილს სურს, “დააყენოს ბუღი”, რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო საკმაოდ რთული პროცესი ვითარდება. არ ვარ იურისტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება, მაგრამ, რასაც ვხედავ, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს, რაღაც დავალება შეასრულოს, რომელიც ბოლომდე არ გამოსდის. საბოლოო ჯამში, უარყოფით რეზონანსს ქმნის. თან, რაც დრო გადის, ჩანს, რომ არ უნდა, ეს უარყოფითი ფონი მოხსნას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ვითარება”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

იტვირთბა....