https://www.youtube.com/watch?v=u6xzeo54dKM
რუსულმა რაგბის კლუბმა “ენისეი-სტმ”-მ, მერაბ კვირიკაშვილს ვიდეომიმართვა დაუმზადა. რაგბისტები საქართველოს ნაკრების ბომბარდირს მხარს უჭერენ და ასევე გამაგრებასა და გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ავტოავარიის შედეგად, “მონტლუსონის” ცნობილი ქართველი მორაგბის, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.
“მეტრონომის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მერაბის მეუღლის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის ყველა წევრს, ახლობელს ჯანმრთელობას და გამაგრებას უსურვებს.