ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წინამძღვრიშვილის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. წინამძღვრიშვილის ქუჩა (კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კიტა აბაშიძის ქუჩის კვეთამდე), 4 აგვისტოს, 15:00 საათიდან გადაიკეტება. აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის დროებით ორმხრივი გახდება.

 

მიკროავტობუსები და ავტობუსები წინამძღვრიშვილის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის გავლით, შეუხვევენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მათი ინდივიდუალური მარშრუტის შესაბამისად, გავლენ კლდიაშვილის, მარჯანიშვილის ან კიტა აბაშიძის ქუჩაზე და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იტვირთბა....