საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის პირველი მოადგილე იქნება ლელა ჩიქოვანი.
იზორიას ინფორმაციით, ჩიქოვანს უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
როგორც იზორიამ აღნიშნა, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს ჩიქოვანის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა.
ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილეა ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორი.
„ნუკრი გელაშვილი ჩემი დოქტორანტი იყო. ერთად განვახორციელეთ საპატრულო პოლიციის რეფორმა და ორივე ვამაყობთ ამით”.-აღნიშნა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 1 აგვისტოს თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ლევან იზორია უხელმძღვანელებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, შს მინისტრის მოადგილე იყო.