თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში დასავლეთი დაადანაშაულა, -ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, დასავლეთი ტერორიზმის უჭერს მხარს, რადგან ამბოხების ორგანიზატორს ფეთჰულა გიულენს თურქულ მხარეს არ გადასცემს.
ერდოღანმა ევროკავშირიც გააკრიტიკა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.