ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: „ტურიზმის მხრივ რეკორდული გამოდგა ივლისის თვე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა:

„რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე. საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით.

ასევე 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მლნ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით.

ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული მიკრო და საოჯახო სასტუმროებიდან, დიდი ტურისტული კომპლექსებით დამთავრებული. ეს არის მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გუნდს, ვინც ამ მიმართულებთ იმუშავა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას, მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს, ვინაიდან მისი თქმით, გარკვეული ღონისძიებების შედეგად, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, ასეთი მაჩვენებელი იქნა მიღწეული.

იტვირთბა....