https://www.youtube.com/watch?v=Jy5NcGvU3ec
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარმა რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.
დამწვარია გასაყიდი საქონელი – ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, სამშენებლო მასალები, ელექტროსაქონელი. მოვაჭრეების ზარალი დიდია.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიებს გაუჩნდა, მოგვინანებით კი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე ზესტაფონისა და ქუთაისის სახანძრო ბრიგადები მუშაობას განაგრძობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღრაძის განცხადებით, ზარალი შესაძლოა, იმდენად დიდი იყოს, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გახდეს საჭირო.