თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტებზე გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცა.
გიგა ნიკოლეიშვილს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, 3-მა კი თავი შეიკავა. ნატო ქიტიაშვილს კი მხარი 26-მა დეპუტატმა, 9 – წინააღმდეგი და 4-მა თავი შეიკავა.
ქიტიაშვილი ამ დრომდე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ნიკოლეიშვილი კი დედაქალაქის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
საკრებულომ დღესვე თბილისის მერიის 2 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელიც დაამტკიცა.