ახალი ამბები მთავარი სამართალი

წითელაშვილი საიდუმლო ობიექტზე მისვლას უარყოფს: ვიდეო, რომელიც სხვა ფაქტზე მეტყველებს (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=gkijJzoOz24

„მე საიდუმლო ობიექტზე არ ვყოფილვარ“- ამის შესახებ პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.”, – განაცხადა წითელაშვილმა.

საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსკრიპტუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

აღნიშნულ გადაცემაში ნათქვამია, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

იხილეთ გადაცემა „პოსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტი ამ თემაზე, სადაც წითელაშვილი საიდუმლო ობიექტზე საუბრობს:

 

იტვირთბა....