ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს:
ხვალ, 3 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ბათუმის 6 მაისის პარკში გასეირნებისგან თავი უნდა შეიკავოთ. „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს.
უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.