გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა იქნება +30, +35°.
როგორც „მეტრონომს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოშიგანუცხადეს, ზღვისპირა ქალაქებში, კონკრეტულად ბათუმსა და ქობულეთში 7 აგვისტოს ჩათვლით, დილისა და საღამოს პერიოდში იწვიმებს. გამოიდარებს შუა დღის განმავლობაში.
არამდგრადი ამინდი 7 აგვისტომდე გაგრძელდება.