თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ამ წუთებში სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება. იზორია სამინისტროში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივიდა.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ახალი მინისტრი შეხვედრას გენშტაბთან გამართავს და ვარაუდობს, რომ ის ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდება.
„ალბათ, თავად ექნება კითხვები, თუ რა აინტერესებს, დაალაგებს რას უნდა გაეცნოს პირველ რიგში, მეორე რიგში და მესამე რიგში… ჩვენ ყველა ინფორმაცია მზად გვაქვს და ყველაფერს გავაცნობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმინისტრმა „რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტი თინა ხიდაშელის ნაცვლად ლევან იზორიამ დაიკავა. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.