ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოხდა კანონის დარღვევა”: თინა ხიდაშელი სამხედრო საიდუმლოს დარღვევის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

„დელტაში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, დელტა იყო ის ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ ჩემთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა“- ამის შესახებ უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ქართული არმიის სამხედრობაზების საიდუმლოს დარღვევის შესახებ ინფორმაციას.

“მე არ ვიცი ამ საქმის შესახებ არაფერი გარდა იმისა რაც თქვენს ეთერში იყო. არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი. ვინც არ უდნა ყოფილიყო ის პირი, მე არ მაინტერესებს ამიტომ მე ის გავათავისუფლე სამსახურიდან როგორც კი გავიგე ამის შესახებ, როცა მოვედი თავდაცვის სამინისტროში. ჩემი აზრით გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო ეს ამბავი ახალი არ არის, ამის შესახებ იციან საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალიან დიდი ხანია. დელტაში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, დელტა იყო ის ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ ჩემთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა. იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება და ეს არ არის ერთადერთი„- განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამის შესახებ კი გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე საუბრობს.

იტვირთბა....