თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ პრემიერმინისტრს თავდაცვის მინისტრად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“მინდა 2 ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ, მნიშვნელოვან რეფორმებს რომელიც უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“ -განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა “რესპუბლიკელი” მინისტრების შემცვლელები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტი თინა ხიდაშელის ნაცვლად ლევან იზორიამ დაიკავა. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს, მას ქეთევან ციხელაშვილი ჩაანაცვლებს.