„სუსი თავდაცვაში, შენი დანიშვნის სიხარულმა შემიმსუბუქა“- ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და ახლადდანიშნულ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა „რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს თინა ხიდაშელის ნაცვლად ლევან იზორია დაიკავებს. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს, მას ქეთევან ციხელაშვილი ჩაანაცვლებს.