აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შვედეთში მამაკაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს”- Reuters

შვედეთში მამაკაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 34 წლის მამაკაცია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილს წვდომა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდა.

„ეჭვმიტანილმა ინფორმაციის გადაცემა 2025 წლის ნოემბერში მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სცადა“, – განაცხადა პროკურორმა მატს ლიუნგკვისტმა.

იტვირთბა....